ბათუმსა და თბილისში კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროება გამოიკვეთა - გაბუნია 

21 აპრილი 2021, 15:32 1110 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროება გამოიკვეთა. 

თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლაც გაიზარდა.

''1300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა გასული 24 საათის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობა იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი რჩება 4%-ს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა. 

4 400 საწოლიდან 3600 დაკავებულია, 500-ზე მეტი პაციენტი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს, 90 პაციენტი კი რეანიმაციაში, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. გაზრდილია კოვიდსასტუმროში მყოფთა მაჩვენებელიც'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 632 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი