შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დაჭრეს. ინცინდენტი რესტორან “ვოქსის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით მამაკაცს ქვედა კიდურებში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში, სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ტაქსით გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, ეჭვმიტანილის დასაკავებლად კი სამძებრო ღონისძიებები ტარდება.