შევთავაზე შარლ მიშელს, რომ ივლისში ბათუმში დაგეგმილი კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად - სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 17:26 783 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ასოცირებამ მიიღოს სრულყოფილი სახე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამის შესახებ მან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მან შეთავაზა შარლ მიშელს, ივლისში, როცა ბათუმში ტარდება ცნობილი კონფერენცია ის გადაიქცეს ასოცირების სამიტად, სადაც დაპატიჟებენ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებს ევროკავშირთან ერთად და იმსჯელებენ თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს იმ ურთიერთობამ, ასოცირებამ რომელიც გვაქვს ამ ქვეყნებთან და ევროკავშირთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი