პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა - შარლ მიშელი 

20 აპრილი 2021, 17:08 798 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა, დიდი ძალისხმევის შედეგი იყო.

შარლ მიშლის თქმით, კრიზისი დასასრულს მიუხლოვდა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს საქართველოში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ბევრ მუშაობას საჭიროებს. 

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები კიდევ ერთხელ თბილისში. განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როცა პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა უფრო მდგრადი. 

დღეს  ახალი დასაწყისის ეტაპია, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც უნდა განვლოს საქართველომ ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. ნება მომეცით, აღვნიშნო, რომ ქართველმა ლიდერებმა დღეს მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს შეთანხმება თქვენ გეკუთვნით და მე კარგად ვუწყი, რაოდენ დიდი ძალისხმევა გახლავთ ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში.

 ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი, ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს, ეს უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, სამართლებრივ რეფორმას. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას და ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. რა თქმა უნდა საქართველო ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ რეფორმები განახორციელოს, რომელიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მე დარწმუნებული ვარ აგრეთვე, რომ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება საფუძველი პარლამენტის მდგრადი ფუნქციონირებისა. რასაკვირველია, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ იქნება ინკლუზიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში'' - განაცხადა შარლ მიშელმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში