„ჩვენ არასდროს დავუშვებთ ახალ სამხედრო ოპერაციას უკრაინის მიწაზე განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, სი-ბი-ესთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში მკაფიო წითელი ხაზების განსაზღვრაა საჭირო. ეს ერთადერთი გზაა ნდობის მოსაპოვებლად -აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის ლიდერის თქმით, რუსეთის მხრიდან მიუღებელ ქცევას სანქციების დაწესება უნდა მოჰყვეს. ემანუელ მაკრონის თქმით, სანქციები თავისთავად საკმარისი არ არის, თუმცა ზომების ნაწილია.