„ლელო“ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს - ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
დასრულდა ,,ლელოს" პოლიტსაბჭოს სხდომა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელს მოვაწერთ ევროკავშირის და ელჩების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად! - წერს კუპრაძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. მას ხელი უკვე მოაწერა ''გირჩმა''.