საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 659 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.58%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 7, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 80, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 720, აჭარაში - 413, იმერეთში - 377. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 292, აჭარაში - 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 200 - აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.