ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება

18 აპრილი 2021, 15:20 2840 ნახვა

საქართველოში კოვიდ ვითარება გაუარესდა. გაზრდილია შემთხვევები სკოლებშიც რის გამოც ბოლო მონაცემებით მხოლოდ აჭარაში 12 სკოლა დაიხურა, 25 კლასი კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, იზრდება ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობაც. ცნობილია, რომ 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია შეჩერდება .

4  მაისიდან 11 მაისამდე  კი ქვეყანაში უქმე დღეებია  გამოცხადებული. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა საჯარო სექტორის გარდა შეზღუდვები  სხვა სფეროებსაც შეეხოს, რომელზეც გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. გაზრდილი ეპიდ სტატისტიკიდან გამომდინარე ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პიკში აპრილის ბოლოს შევალთ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი