ბათუმში შერეულ ორთაბრძოლებში აჭარის ნაკრების შესარჩევი ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება MMA-ს სამოყვარულო ვერსიით ჩატარდა და მასში სხვადასხვა სახეობის 14 სპორტსმენი მონაწილეობდა.
დაკომპლექტებული ნაკრები მაისში საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, მანამდე კი სპორტსმენები შეკრებას აჭარის მაღალმთიანეთში გაივლიან. შესარჩევი ტურნირი აჭარის ტაილანდური კრივის, კიკბოქსინგისა და შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა.