ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

17 აპრილი 2021, 13:00 1305 ნახვა

ლისაბონში მიმდინარე ევროპის 2021 წლის ძიუდოს ჩემპიონატის პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, საიდანაც 4 უმედლოდ დარჩა: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, თემურ ნოზაძე და ეთერ ლიპარტელიანი.

სამწუხაროდ, ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან დათმო. ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა. მან ფინალი იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან წააგო. დღეს ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი და მარიამ ჭანტურია გავლენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში