პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული დააკავა.დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ ჩაისუბანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ძმა - 1977 წელს დაბადებული სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.