ბათუმი დასაქმების რიგით მეექვსე ფორუმს მასპინძლობს. 20-მდე კომპანიას 400-მდე თავისუფალი ადგილი აქვს, აპლიკანტებს სასურველი სამუშაოს პოვნის შემთხვევაში პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა აქვთ.
ფორუმზე ვაკანტური ადგილები ძირითადად სასტუმროს ქსელებს აქვს წარმოდგენილი. ბათუმში კიდევ ერთი დასაქმების ფორუმი მაისში გაიმართება.