სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს გიორგი მუმლაძეს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

16 აპრილი 2021, 17:28 917 ნახვა

3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტს გიორგი მუმლაძეს. წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა პირველ ივნისს. 

ორი დღის წინ ქართული ოცნების ოფისთან აქციის დროს ერთი აქტივისტი, გიორგი მუმლაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.  

მუმლაძის დაკავებაში თავიდანვე პოლიტიკური სარჩული დაინახეს პოლიტიკოსებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი