აჭარის მთავრობა შუახევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს 15 ათასი ლარით დაეხმარება.
შემთხვევა გუშინ ღამით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში მოხდა.
ხანძარი საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა. შედეგად სამი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა.
დაზარალებული ოჯახების ალტერნატიულ ფართში დაბინავებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.