საქართველოს რაგბის დიდი 10-ის ზედა ექვსეულის მე-8 ტურის შეხვედრები დღეს დაიწყება. ბათუმის სარაგბო კლუბი გასვლით შეხვედრაზე ''რაგბი პლატოზე'' თბილისის ''აკადემიას'' დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის ზედა ექვსეულში ბათუმელებს 21 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ''აკადემია'' 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. მატჩი დღეს 14:00 საათზე დაიწყება.
ხვალ 17 აპრილს ქუთაისის ''აია'' თბილისის ''ლოკომოტივს'' უმასპინძლებს. 18 აპრილს კი კიკეთის ''იუნკერები'' და ბოლნისის ''ყოჩებს'' მიიღებენ.
ამ დროისთვის დიდი 10-ს 22 ქულით ქუთაისის ''აია'' ლიდერობს. საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა ჩემპიონატის დარჩენილი მატჩების კალენდარი შეადგინა. ზედა ექვსეულის გუნდები ფლეი ოფის პირველ ეტაპს 15-16 მაისს გამართავენ, ერთი კვირის შემდეგ ნახევარფინალებია ჩანიშნული, ქვეყნის ჩემპიონი კი 30 მაისს გამოვლინდება.