ფაშინიანი რუსეთთან სამხედრო კავშირის გაძლიერებას ემხრობა

14 აპრილი 2021, 16:38 834 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კავშირის კიდევ უფრო გაძლიერების  მომხრეა. რუსეთთან სამხედრო კავშირი, რომელიც ათობით შეთანხმებითაა განმტკიცებული, სომხეთის საგარეო უსაფრთხოების საფუძვლად მიიჩნევა - ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერის  თქმით, რუსეთი და სომხეთი 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ.  ამას გარდა,  სიუნიკის ოლქში ამ სამხედრო ბაზის ფილიალის შექმნაზეც მსჯელობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი