არასრულწლოვნის, კონკრეტულად კი 14 წელს მიუღწეველი გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, დედას წარედგინა ბრალი, რადგანაც, პროკურატურის ინფორმაციით, მან იცოდა შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში მამაკაცი ძალის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრუწლოვანს, შედეგად 21 ივნისს მან ბავშვი გააჩინა.