121 არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს

17 ივლისი 2024, 14:18 102 ნახვა

კიდევ ერთი საკონსტიტუციო სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. ამჯერად სასამართლოს 121 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სარჩელი უკვე მზადაა და მას სასამართლოში დღეს შეიტანენ.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დროებით შეჩერდეს კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ პარალელურად სარჩელი მზადდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში