ვაქცინაციის მიუხედავად ინდოეთიდან ჩამოსულ პირებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ 

14 აპრილი 2021, 11:48 730 ნახვა

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად) ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე. დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი ვალდებულები არიან საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში თვითიზოლაცია გაიარონ და მესამე დღეს საკუთარი ხარჯით PCR კვლევა ჩაიტარონ. 

15 აპრილიდან, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით. ასევე ავიაკომპანიას სთხოვენ მგზავრების დოკუმენტაციის ვალიდურობის ადგილზე, წამოსვლამდე გადამოწმებას.

ცვლილება 2021 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება.

''უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდგომში – უცხოელი სტუდენტები) (გარდა ამ მუხლის 5​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც არ მოემგზავრებიან ინდოეთის რესპუბლიკიდან), საქართველოში შემოსვლის მიზნით, ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“, ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა), შემდეგი სპეციალური აპლიკაციის ფორმების შევსების გზით.

საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები (მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა) კი დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს“ - აღნიშნულია დადგენილებაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი