დღეიდან, 14 აპრილიდან თურქეთში ორი კვირით გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვა ამოქმედდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში, ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა. აღნიშნულ პერიოდში და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოქალაქეებს ეკრძალებათ საქალაქთაშორისო მიმოსვლა.
შეზღუდვები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს.
თურქული მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 59 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.