საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

14 აპრილი 2021, 10:56 1078 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა კიდევ შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 863 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 896, „პისიარ“ ტესტით – 11 967.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,03% ბოლო 14 დღის – 2,56%, ბოლო შვიდი დღის – 2,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 291 214 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 683 გამოჯანმრთელდა, 3 901 კი, გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი