მეჩეთის მშენებლობის საქმე-სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა

13 აპრილი 2021, 15:30 3092 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა. სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმების მიმართ და მშენებლობის პირველ სტადიაზე ნათქვამი უარი უსამართლო იყო.

მუსლიმი თემის ინტერესს სოციალური თანასწორობის ცენტრი იცავს, სადაც აცხადებენ, რომ მერიამ უნდა აღასრულოს ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პროცესს ხელოვნურად ისევ გააჭიანურებს და უზენაეს სასამართლოსაც მიმართავს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების ნაწილს ელოდებიან.  შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით მას შემდეგ იმსჯელებენ რაც დოკუმენტს გაეცნობიან.

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსმართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი