ყირგიზეთი საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადადის

12 აპრილი 2021, 17:42 863 ნახვა

ყირგიზეთი მმართველობის ფორმას იცვლის და საპარლამენტო  რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო ხდება.  ასეთია რეფერენდუმის შედეგი, რომელიც ქვეყანაში კვირას გაიმართა.   

რეფერენდუმში მონაწილე  მოქალაქეთა 80 პროცენტმა მხარი დაუჭირა ახალ კოსტიტუციას.  იგი მნიშვნელოვნად აფართოების პრეზიდენტის უფლებამოსილებას. 

ახლა პრეზიდენტს მთავრობის გაკონტროლება, მინისტრების დანიშვნა და გადაყენება შეუძლია. 

ეს ყველა ცვლილება ინიცირებული იყო გასული წლის შემოდგომის მოვლენების შემდეგ. მაშინ ყირგიზეთში საპარლამენტო   არჩევნების  შემდეგ პოლიტიკური კრიზისი განვითარდა, დაიწყო პროტესტები.  სახელმწიფოს მეთაური იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში