ხვალ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც “ლიბერთი ბანკი“ გასცემს, საკომიტეტო მოსმენის გამართვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მოითხოვეს, რაზეც კომიტეტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.