ზაურ ახვლედიანმა თანამდებობა დატოვა

05 ნოემბერი 2016, 00:00 3292 ნახვა

რესპუბლიკური პარტიის აჭარის  რეგიონული  ოფისის ხელმძღვანელი  თანამდებობას  ტოვებს,  თუმცა წავა თუ არა პარტიიდანაც ზაურ  ახვლედიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება  ჯერ  არ მიუღია. ამის  შესახებ მან  პირად  საუბარში დაადასტურა, თუმცა სატელევიზიო  კომენტარს პარტიაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ  არც  ზაურ  ახვლედიანი და არც რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრები არ აკეთებენ.   კულუარულად  ვრცელდება ინფორმაცია, რომ  რესპუბლიკური პარტია  დღეს ეროვნულ კომიტეტზე  შეიკრიბება , სადაც  წევრები თავიანთ და  პარტიის  მომავალზე იმსჯელებენ.  

ამავე კატეგორიაში