სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის ძიებაში 6 მყვინთავი ჩაერთო - ისინი ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავით და სპეციალური აღჭურვილობით ახდენენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 20 მეხანძრე - მაშველიც.
ცნობისთვის, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცს რამდენიმე საათია, ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა. აქტივისტების ინფორმაციით, კაცი ნამოხვანში თბილისიდან 3 დღის წინ ჩავიდა.