ბათუმის მეორე საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ადასტურებს.
სკოლის დირექტორის მარიზა აბაშიძის ინფორმაციით, ორშაბათს სკოლა სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში განაახლებს.
აჭარაში ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებას სულ 5 სკოლა აგრძელებს.