მამაკაცი, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შეიჭრა, გაათავისუფლეს

09 აპრილი 2021, 18:03 1606 ნახვა

რა მიზნით შეიჭრა  მოქალაქე დანით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში? - ამას შსს დადგენს.

უწყებამ  გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში  დანით შეიარაღებული მამაკაცი გუშინ  შეიჭრა.

ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მას ქუჩიდან პოლიციელი შეჰყვა, სტიქაროსანის დახმარებით  კი დააკავეს და პოლიციის  განყოფილებაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი