საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება

08 აპრილი 2021, 19:44 1130 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საფრანგეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 9 აპრილს 18:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება. მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ავთანდილ ასათიანის შეგირდებს გულშემატკივრებიც მხარდაჭერაც დაეხმარებათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადების თანახმად, მატჩზე დარბაზის ტევადობის 30%-ის რაოდენობა გულშემატკივრები დაიშვება.

შესასვლელები გაიღება 16:00 საათიდან, შესვლამდე მოხდება გულშემატკივრების თერმოსკრინინგი, დარბაზის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება, ტრიბუნაზე დაბლოკილი ადგილები აღნიშნულია სტიკერით, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს მხოლოდ ის ადგილი, სადაც დასაშვებია დაჯდომა.

4 ტურის შემდეგ მე-2 საკვალიფიკაციო ჯგუფში რუსეთს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და 12 ქულით ჯგუფის ლიდერია. საქართველოს ნაკრები 7 ქულით მეორეა, შემდეგ საფრანგეთი 2ქულით მესამეა ,ხოლო სომხეთს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს.

საფრანგეთთან გამარჯვების შემთხვევაში ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას პრაქტიკულად გაინაღდებს, რადგან 10 ქულა საუკეთესო 6 მეორე ადგილოსანში მოსახვედრად დიდი ალბათობით საკმარისი იქნება.

ევროპის ჩემპიონატის ნიდერლანდებში ჩატარდება,სადაც მონაწილეობას 16 ნაკრები გუნდი მიიღებს. 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს ორი უარესი მეორეადგილოსნის ორ რაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს.

ამ 15 ნაკრებს მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება.

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპი 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში ჩატარდება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი