ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესიული სწავლების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა. მებაღეობისა და სატყეო საქმის სპეციალობას 30-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პროფესიები დამსაქმებლებთან ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით შეარჩიეს, რაც მომავალში დასაქმებას შეუწყობს ხელს. პროგრამა 150 ათასამდე ლარით გაეროს განვითარების პროგრამის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსდა.