საზარელი მკვლელობა თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ერთი, მოკლული, 70 წლამდე ქალის 18 წლის ქალიშვილია. დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.