კორონავირუსი პარლამენტის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულია კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი ზარქუა.
დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
გუშინ ვირუსი მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ.