საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 761 ადამიანს დაუდასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 9.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 201 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 281, პისიარტესტით – 13 920.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,23 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,5 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 67, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 24, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 286 406 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 084 გამოჯანმრთელდა, 3 849 კი გარდაიცვალა.