''მინდა მოვუწოდო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს, რომ გაითვალისწინოს ის სულისკვეთება, რაც იყო ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში. მინდა ვთხოვო, რომ მეტად გააძლიერონ როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი.
დარწმუნებული ვარ, ზონალური საბჭოს წევრები ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ. ბათუმის მუნიციპალიტეტის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ფონდი „ქართუს“ ჩართულობით შევძელით რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში.
მნიშვნელოვანია ქალაქს შევუნახოთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაც გვაქვს და განსაკუთრებით გაძლიერდება ამ მიმართულებით ხაზი. ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნება გამოყოფილი ამ მიმართულებით'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.