აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარესა

07 აპრილი 2021, 17:51 921 ნახვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი  პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, იგი საგამოძიებო უწყებაში ხვალ უნდა მივიდეს.  მანამდე ჟურნალისტის ადვოკატმაც თქვა, რომ  მზად არის აფგან მუხთარლი პროკურატურის კითხვებს უპასუხოს.  უკვე დაგეგმილია ხვალისთვის მისი პრესკონფერენციაც.  ის, რომ იგი თბილისშია თავად ჟურნალისტმა დაწერა სოციალურ ქსელში.  

მუხთარლი საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ქვეყანაში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც აპირებდა, თუმცა მაშინ თქვა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 29 მაისს აფგან მუხთარლი დედაქალაქის ცენტრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. რამდენიმე საათში კი, ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი