ფეხით ვიაროთ, ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ორ გაჩერებაზე ავტობუსით მგზავრობა - ამირან გამყრელიძე 

07 აპრილი 2021, 15:30 1564 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოკლე მანძილზე ტრანსპორტის ნაცვლად, ფეხით იარონ. 

„ყველანაირი დაუცველი თავშეყრა, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს. მთავარი ჩვენი თვითშეგნება და თვითდისციპლინაა. 

გაზაფხულია ახლა და ფეხით მეტად ვიაროთ. ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ  ორ გაჩერებაზე ავტობუსით მგზავრობა. რა ჯობია ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას. ორი-სამი კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია?“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი