ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები. ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე კი ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მისი ამოყვანა ვერ ხერხდება.
შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები და მაშველები.
მედიკოსების ინფორმაციით დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სირთულისაა.
რა გახდა ნგრევის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.