გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება ეს საკითხები განიხილეს საქართველოს და ლატვიის თავდაცვის მინისტრებმა. უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილზე. ეს საკითხები ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს.