ვაქცინაციის პროცესი გრძელდება აჭარაში. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით 1 200-მდე ადამიანი უკვე აიცრა. მათ შორის 607 ასტრაზენეკას ვაქცინით, დანარჩენი კი ფაიზერით. ვაქცინააციის მსურველთა რიცხვი ბოლო ორ დღეში გაიზარდა, მხოლოდ დღეს ასტრაზენეკას ვაქცინაზე უკვე 40 პირი დარეგისტრირდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს ასტრაზენეკათი აიცრა, იგი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.