რატომ არ გაიკეთა პრემიერ-მინისტრმა ვაქცინა - თამარ გაბუნიას განმარტება

06 აპრილი 2021, 13:28 1354 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვაქცინაცია მკაცრად განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფებში მიმდინარეობს, ირაკლი ღარიბაშვილი კი არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა, შესაბამისად მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.

თამარ გაბუნიას თქმით, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა 100 ცნობადი სახის ვაქცინაციაში ჩართვის იდეასაც, რის გამოც  საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

,,პრემიერი ჩაიტარებს ყველა შესაფერის მკურნალობის ზომას, რაც ამ შემთხვევას ტარდება. თვითიზოლაციაში გრძელდება მისი მკურნალობა. ქვეყანა ჯერ ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან, მაგრამ როგორც ხედავთ, რისკი ყველგან არის და ეს ინფექცია ყველას შეიძლება შეეხოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს პრემიერ მინისტრს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში