ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასულ 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 24 592 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 536, „პისიარ“ ტესტით – 6 056.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 32, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 958 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი, გარდაიცვალა.