დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული ვაქცინების მარაგი ამ საკითხის განხილვის საშუალებას იძლევა.
„ახლა, როცა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დიახ, გიდასტურებთ, რომ აჭარაშიც ზრდის გარკვეული დინამიკა გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.