ხანგრძლივი სახალხო პროტესტი იმერეთში.ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს კიდევ ერთი აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა რიონის ხეობის მკვიდრებმა ტერიტორიამდე მისვლა ვერ მოახერხეს.
აქციის მონაწილეებს გუმათჰესთან პოლიციის კორდონი დახვდათ, ჩაკეტილია ნამახვანთან მისასვლელი ალტერნატიული გზაც. ნამახვანჰესში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება სახალხო დამცველის აპარატი.