ინასარიძის #7-ში მცხოვრებლების მოთხოვნები

03 აპრილი 2021, 20:15 1944 ნახვა

დღეს ინასარიძის 7 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი სახლის  მცხოვრებლებმა აქცია გამართეს, მოქალაქეები სამშენებლო  კომპანია შპს ''მეგა სითისგან'' კორპუსში უსაფრთხოების წესების დაცვის გამართვას ითხოვდნენ.  მათი თქმით ლიფტები გაუმართავია, ასევე შეფერხებით მიეწოდებათ სასმელი წყალი. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ  კომპანიის წარმომადგენლებს პრობლემის აღმოსაფხვრელად არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მათივე თქმით, კორპუსში მეოთხე წელია რაც ბინადრობენ, თუმცა კორპუსი რომელიც 2019 წელს უნდა ჩაბარებულიყო, ამ დრომდე ექსპლუატაციაში შესული არ არის. კომპანიის იურისტის ამირან ცეცხლაძის თქმით, საცხოვრებელ კორპუსში უსაფრთხოების წესები დაცულია,  რაც შეეხება წყლის პრობლემას მისი თქმით, გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა ამბობს, რომ მოსახლეობას წყლის მიწოდება ორშაბათისთვის მთლიანად აღუდგებათ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში