‘’დინამო’’ ბათუმმა თბილისის ლოკომოტივთან ფრე ითამაშა. მატჩის მე-6 წუთზე ბათუმელები ვლადიმერ მამუჩაშვილის გატანილი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მეტოქემ საპასუხო გოლის გატანა გურამ კაშიას თავური დარტყმით მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.
‘’დინამო’’ ბათუმი ამ ეტაპზე 12 ქულით ეროვნული ლიგის სათავეში იმყოფება.