საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წლების განმავლობაში დადიან. პანდემიის გამო დასაქმებისთვის ოფიციალური ნებართვა გახდა საჭირო. მეზობელ თურქეთში დასაქმების სურვილი ბოლო 8 თვეში ყველაზე მეტმა ადამიანმა აჭარის რეგიონიდან გამოთქვა. დასაქმების მსურველთა საშუალო ასაკი 31-40 წელია, თუმცა არიან უფრო ახალგაზრდებიც.
გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 ადამიანია დარეგისტრირებული, გერმანული მხარიდან კი 515-მდე ვაკანსიაა გამოცხადებული. სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის 5 მარტს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5000 ერთეულამდე გაზრდაზე დამატებითი შეთანხმებაც გაფორმდა.