ბათუმში გარეთ ვაჭრობის წესი იცვლება

02 აპრილი 2021, 20:06 5944 ნახვა

ახალი რეგულაციები ბათუმში გარევაჭრობისთვის. განისაზღვრა სავაჭრო დახლებისა და ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სარეალიზაციო ნივთების განთავსების დასაშვები პარამეტრებიც.

1-ლი მაისიდან  კვების ობიექტებს ღია სივრცეში სერვისზე გადასახდელიც ინდივიდუალურად განესაზღვრება.

გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს: „ქალაქის განვითარების ინტერესები; მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; საგზაო მოძრაობის წესები; ეკოლოგიური მდგომარეობა; საზოგადოების სხვა ინტერესები. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ახალი წესი არ შეეხო უკანონო გარევაჭრობას.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში