დარღვევების ნაწილი საჯარო და კერძო დაწესებულებებში უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობას ეხება - ინსპექტორის სამსახური

01 აპრილი 2021, 13:30 802 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში წერია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში  არაერთი გამოწვევაა, რომლებიც კერძო და საჯარო დაწესებულებებს უკავშირდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დადგენილი ადმინისტრაციული დარღვევების ყველაზე დიდი ნაწილი - 30%  მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობას შეეხება. დოკუმენტში წერია, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ არ მიიღება ადეკვატური, ეფექტიანი და თანამედროვე ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები ქაღალდზე არსებული და ელექტრონული ბაზებში დაცული მონაცემების დასაცავად. ხოლო ელექტრონული ბაზების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სხვა ორგანიზაციის მომსახურების გამოყენებისას, სათანადოდ არ რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.

მათივე განმარტებით, პრობლემურია მონაცემების შენახვის ვადებიც. მონაცემები არ კლასიფიცირდება მათი შინაარსის მიხედვით.

''დაწესებულებათა დიდ ნაწილში არ არის შემუშავებული წერილობითი შიდა ინსტრუქციები და პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად დაარეგულირებს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს და პირობებს, მონაცემებზე წვდომის მქონე პირთა უფლება-მოვალეობებს, პროცედურებს მონაცემთა გამოყენების კანონიერების მონიტორინგისთვის, მონაცემთა სუბიექტის უფლებათა რეალიზების საშუალებებს“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი