საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 437 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 28 712 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 922, პისიარტესტით – 10 790.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,74 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,64 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 23, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.