იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა

31 მარტი 2021, 15:57 1479 ნახვა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვულკანი ამოიფრქვა. მსხვილი ნაწილაკები კრატერიდან ერთი კილომეტრის რადიუსში გაიფანტა. მეტეოროლოგებმა ხუთბალიანი შკალის მიხედვით საფრთხის მესამე დონე გამოაცხადეს. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად კუნძულზე დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ბოლოს ამ ვულკანის ამოფრქვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი